ბოლო ცნობები მიანმარიდან, სადაც დაღუპულთა რიცხვი 1000-ს გადასცდა

მიანმარი

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათასს გადასცდა. მედიის ცნობით დაშავებულია 2376 ადამიანი. მოსალოდნელია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდა.

მიანმარში საერთაშორისო დახმარება უკვე ჩავიდა. ჩინეთის სამაშველო სამსახური იანგონში ჩავიდა. დახმარება მიანმარს ასევე აშშ-მა და რუსეთმა შესთავაზეს.

ასევე დაზარალდა მეზობლად მდებარე ტაილანდი, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაიჭრა, 79 კი დაკარგულად ითვლება.

28 მარტს პირველი ძლიერი - 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო მეორე - 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 წუთში მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიკაინის ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში მდებარეობდა.

მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ადგილობრივი ხელისუფლება ყველას დაშავებულთათვის სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია საგაინგის, მანდალაის, მაგვაის, ბაგოს რეგიონებში და შანის შტატში.