Bloomberg: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანი პირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებებისთვის მზად არის

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანის ხელისუფლება პირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ტრამპმა ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა თეირანმა აშშ-ს შუამავლების მეშვეობით აცნობა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„დაივიწყეთ წერილები, ვფიქრობ, რომ მათ [ირანს] პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება სურთ“, - ციტირებს სააგენტო ტრამპს.

ტრამპის თქმით, მას ურჩევნია ირანს პირისპირ ესაუბროს, რაც, მისი აზრით, გარიგების დადებას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის ბირთვული შეთანხმების მიღწევის სურვილის შესახებ წერილი გაუგზავნა.