დონალდ ტრამპი - რუსეთს ცოტა მეტი „კოზირი“ აქვს მოლაპარაკებებში, რადგან მან ბევრი ტერიტორია მიიტაცა
1740051585
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-16 პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ათეულობით რუსული ბანკის SWIFT-ის გადარიცხვების სისტემიდან გათიშვას და რიგ რუსულ აეროპორტებთან და პორტებთან ტრანზაქციების აკრძალვას.
გარდა ამისა, რუსული მედია წერს, რომ სანქციების მე-16 პაკეტი ევროპაში რუსული ნედლი ალუმინის ექსპორტს შეზღუდავს. სანქციები დაუწესდება 73 რუსულ გემს, რომელიც, როგორც ევროკავშირი ამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ წარმოადგენს.
სანქციების ახალი პაკეტი ფორმალურად 24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცდება, შემდეგ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ამოქმედდება.