ბიოლოგიური ასაკით 152 წლის იყო, თუმცა, მხოლოდ 19 წელი იცოცხლა - გოგონა უიშვიათესი დაავადებით

„გოგონა

გოგონა იშვიათი გენეტიკური დაავადებით 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაავადება ერთ წელიწადში რვა წლით დაბერებას იწვევდა. საქმე ეხება ჰაჩინსონ-გილფორდის სინდრომს (პროგერია). ამ დაავადებას ახასიათებს ნაადრევი დაბერება კანის, ძვლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით.

სამხრეთ აფრიკის მკვიდრი სოციალურ ქსელში საკუთარი ცხოვრების დეტალებს ყოველდღიურად აზიარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბეანდრი ოფიციალურად მხოლოდ 19 წლის იყო, მისი ბიოლოგიური ასაკი უფრო ახლოს იყო 152 წელთან. 

ბეანდრიმ სიკვდილამდე ორი თვით ადრე გაიკეთა გულის ღია ოპერაცია და სურდა დეკემბრის ჩათვლით ეცოცხლა, რათა შობა ოჯახთან ერთად აღენიშნა. გოგონას მეგობარი ჰყავდა, რომელიც ანალოგიური დაავადებით იტანჯებოდა, ის გასულ წელს, 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.

”ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ბეანდრი, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და შთამაგონებელი გოგონა, რომელიც ყოველთვის იმედსა და სიხარულს ასხივებდა. ბეანდრი ცნობილი იყო არა მხოლოდ თავისი ენერგიული ინდივიდულობით და გადამდები სიცილით, არამედ იმითაც, რომ იყო უკანასკნელი ადამიანი სამხრეთ აფრიკაში, რომელიც იტანჯებოდა იშვიათი გენეტიკური დაავადებით - პროგერიით. მან თავისი მაგალითით შთააგონა ათასობით ადამიანი მთელს მსოფლიოში. მას არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა“,- თქვა გოგონას დედამ.

ცნობისთვის, პროგერიით დაავადებულთა შორის, ყველაზე დიდხანს იცოცხლა სემი ბასომ. ის 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსოფლიოში პროგერიის 350 შემთხვევაა დაფიქსირებული.