1753972642
ბაზ ოლდრინის კოსმოსური ნივთები აუქციონზე 8 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა

ბაზ ოლდრინს კოსმოსური ნივთები, მათ შორის ქურთუკი, რომელიც მთვარეზე ფრენისას ეცვა, აუქციონზე 8 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.
ეს არის ერთ-ერთი იმ 69 პირადი ნივთიდან, რომლის გასაყიდად გატანა 92 წლის ოლდრინმა გადაწყვიტა.
ქურთუკი, რომელიც ასტრონავტს მთვარეზე ფრენის დროს ეცვა, ყველაზე ძვირფასი ამერიკული კოსმოსური არტეფაქტი გახდა, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
1969 წლის 21 ივლისს ბაზ ოლდრინი გახდა მეორე ადამიანი ნილ არმსტრონგის შემდეგ, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი.