ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს.

მოსამართლემ შესაძლოა, ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზევე გამოაცხადოს ან მისი გამოცხადება გადადოს.

სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.