ბავშვი „ორჯერ დაიბადა“ - უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევა ფლორიდაში

ჩვილო

 ბავშვი, რომელიც “ორჯერ დაიბადა” - სწორედ ასე უწოდეს ფლორიდაში მომხდარ უიშვიათეს სამედიცინო
შემთხვევას.

ყველაფერი 2025 წლის იანვარში დაიწყო. კეიშერამ და გრეგმა გაიგეს, რომ კეიშერა ორსულად იყო. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ.

თუმცა, ორსულობის მე-19 კვირას ცოლ-ქმარმა შეიტყო, რომ ნაყოფს თანდაყოლილი ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის სინდრომი (Congenital High Airway Obstruction Syndrome - CHAOS) ჰქონდა. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სქელი მემბრანა ნაყოფის სასუნთქ გზებს ბლოკავს. შედეგად, ფილტვებში სითხე გროვდება.

კეიშერას ექიმს კარიერის მანძილზე CHAOS-ის დაახლოებით 12 შემთხვევა ჰქონდა ნანახი, და მათგან მხოლოდ სამი ჩვილი გადარჩა.

სამედიცინო გუნდმა სარისკო პროცედურის ჩატარება გადაწყვიტა. ორსულობის 25- კვირას, სამედიცინო პერსონალმა საკეისრო კვეთა ჩაატარა. მათ დედის საშვილოსნოდან მხოლოდ ჩვილის თავი და ხელები ამოიყვანეს, დანარჩენი ნაწილი კი შიგნით დატოვეს. პარალელურად, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტმა პატარისთვის სასუნთქი გზის გახსნა ქირურგიულად შეძლო.

ოპერაციის წარმატებით დასრულებისთანავე, ექიმებმა ჩვილი უკან, საშვილოსნოში დააბრუნეს.

სამედიცინო ინტერვენციიდან 6 კვირის შემდეგ კეიშერამ ბუნებრივად იმშობიარა. კასიან ჟუბერი სამყაროს მშვიდობიანად მოევლინა.

სწორედ ამ ფაქტის გამოა, რომ კასიანზე ხშირად ამბობენ - ის „ორჯერ“ დაიბადა.