ბაიდენის თქმით, აშშ, თურქეთი, ეგვიპტე, კატარი და ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უახლოეს დღეებში შეერთებული შტატები, თურქეთთან, ეგვიპტესთან, კატართან და ისრაელთან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

„მომავალ დღეებში შეერთებული შტატები თურქეთთან, ეგვიპტესთან, კატართან, ისრაელთან და სხვებთან კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, მძევლების გასათავისუფლებლად და „ჰამასის“ ხელისუფლებაში არმოსვლით ომის დასასრულებლად“, - დაწერა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან ამოქმედდება.