ავსტრალიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

ავსტრალია

ავსტრალიაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ქალია. გარდაცვლილები 82 და 63 წლის ქალები არიან.

ავსტრალიაში, ქუინსლენდის რეგიონი შაბათიდან დაიტბორა, ჩრდილოეთ ქუინსლენდის ნაწილებში დიდი რაოდენობით ნალექი წვიმის სახით მოვიდა, რასაც წყლის დონის სწრაფი მატება მოჰყვა.

მედიის ცნობით, რეგიონში ვითარება სამშაბათს გაუმჯობესდა, თუმცა, ქუინსლენდის პრემიერის განმარტებით, რეგიონში ჯერ კიდევ მძიმე ვითარებაა.