ასტრონავტის ცოლი კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ, მეუღლის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ საუბრობს

ასტრონავტის ცოლი

ასტრონავტი ბარი ბუჩ ვილმორი კოსმოსში 286 დღით იყო „ჩამორჩენილი“. NASA-ს ასტრონავტების სუნი უილიამსის და ბარი უილმორის კოსმოსური მისია 8 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო მათ კოსმოსში 286 დღე გაატარეს.

ბარის მეუღლე, დინა ვილმორი საუბრობს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომელიც მის მეუღლეს აქვს კოსმოსში გატარებული დღეების შემდეგ. 

ბარის უწევს, რომ გაიაროს 45-დღიანი რეაბილიტაცია, რათა უსაფრთხოდ მოერგოს დედამიწაზე ცხოვრებას.

დინამ ადგილობრივ პრესას განუცხადა, რომ მისი ქმარი ძირითადად ისვენებს და ტელევიზორს უყურებს დივანზე. ამდენი დროის გატარების შემდეგ, ოჯახი ასევე გეგმავს გამგზავრებას დასასვენებლად ამ ზაფხულს მისი დაბრუნების აღსანიშნავად.

ექიმების თქმით, ასტრონავტებს შეეძლოთ დაეკარგათ კუნთების მასის ნახევარი და ძვლის სიმკვრივის თითქმის მეხუთედი. წინა შემთხვევებში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასტრონავტების ენერგიების აღდგენას შეიძლება 1,5-ჯერ მეტი დრო დასჭირდეს.

19 მარტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ამერიკელი ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი „ქრიუ დრეგონი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ხომალდმა სადგურზე ეკიპაჟის 4 ახალი წევრი, ორი ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტები აიყვანა. Boeing-ის კოსმოსური ხომალდი „სტარლაინერი“ ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრა.