აშშ უკრაინას 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ჯო ბაიდენი

აშშ უკრაინას 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, შესაბამისი დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სისტემების რაკეტებს, 155 მმ-იანი კალიბრის 23 000 საარტილერიო ჭურვს, 5 000 ერთეულ დისტანციური მართვის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, 5000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, 200 ერთეულ მაღალი მობილურობის მრავალფუნქციურ ბორბლიან მანქანას, სამედიცინო აღჭურვილობას.

პენტაგონის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა 2021 წლის იანვრიდან უკრაინის უსაფრთხოებისთვის, საერთო ჯამში, 18.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გაიღო. აქედან, 17.6 მილიარდ დოლარზე მეტი - 24 თებერვალს რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის დაწყებიდან.