მოსალოდნელია სეტყვა, შტორმი, ქარის გაძლიერება - დღის ბოლოს ამინდი მკვეთრად უარესდება
1790244609
მოლდოვის ფლორეშტის რაიონში პოლიციამ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები აღმოაჩინა. ექსპერტების განცხადებით, ნაპოვნ აპარატს რუსეთის მიერ გამოყენებული „გერბერას“ მოდელისთვის დამახასიათებელი ტექნიკური პარამეტრები აქვს.
ხაზგასასმელია, რომ ეს მოლდოვის ტერიტორიაზე ჩაშენებული ვიდეოკამერით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დრონი ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მიწაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.
მოლდოვის პოლიცია განაგრძობს გამოძიებას დრონის ზუსტი მოდელის, მწარმოებლის, ტექნიკური მახასიათებლებისა და ინციდენტის ყველა გარემოების დასადგენად. საფრენი აპარატის საბოლოო იდენტიფიცირება სპეციალიზებული კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.