პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის განცხადება სახელმწიფოს პოზიციას არ ასახავს. მისი შეფასებით, პოდოლიაკის განცხადება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ცალკეულ უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის არსებულ კავშირებზე მიუთითებს.
„ვფიქრობ, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები შიდაპოლიტიკური ან მათი კერძო, პირადი კავშირებითაა მოტივირებული. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოებრივი პოზიცია არაა, ის არც უკრაინელი ხალხის და არც მთავრობის პოზიციას არ ასახავს. შესაბამისად, არ შეიძლება, ამას სერიოზულად აღვიქვამდეთ. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ჩვენ - საქართველო, ქართველი ხალხი, მით უმეტეს მთავრობა დაგვადანაშაულონ რაიმე ფორმით, ან სანქციების დარღვევაში, ან უკრაინისთვის ხელის შეშლაში. აქ თეთრი ძაფითაა ნაკერი ის პარტიული კავშირები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ცალკეულ უკრაინელ პოლიტიკოსებს შორისაა“, - აცხადებს გიორგი ხელაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი კვალავ საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას უწუნებს.