ცხედარი ტანისამოსის ნაფლეთებით ამოიცნეს - პოლიციის მაღალჩინოსნის ამბავი, რომელმაც შვილის გამტაცებლებს წლების შემდეგ მიაგნო

ლენტი

1998 წელს, პოლიციის მაღალჩინოსნის (გვარს არ ვასახელებთ) შვილი, 12 წლის გოგონა გაიტაცეს. სკოლაში წასული ბავშვი შინ არ დაბრუნდა. რაღა თქმა უნდა, მაშინვე დაიწყეს ძებნა, მაგრამ გოგონას კვალს ვერსად მიაგნეს.

ნუგზარ კურტანიძე იმ დროს ასევე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ საქმეს არ იძიებდა, მისთვის ბევრი დეტალია ცნობილი. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, მამა თავად იყო ჩართული შვილის სამძებრო ოპერაციებში, თუმცა ამბავი კარგად არ დასრულებულა.

ყველაფერი კი ასე მოხდა:

გატაცებიდან მეორე დღეს, მშობლებს შეატყობინეს, რომ 100 000 დოლარის სანაცვლოდ დაუბრუნებდნენ შვილს. ეს მაშინ დიდძალი თანხა იყო და არ იყო იოლი მისი თავმოყრა. მამა ცდილობდა, პროცესი გონივრულ დრომდე გაეწელა, რომ ბავშვის ადგილსამყოფელისთვის მიეგნო, თუმცა, გამტაცებლებს ალბათ კარგად ჰქონდათ გათვლილი თითოეული ნაბიჯი, რადგან იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. ამიტომ საქმე იოლი გასახსნელი არ გამოდგა. თანაც, დრო მცირე იყო, გამტაცებლებმა სულ 2 დღე მისცეს ფულის მოსაგროვებლად. ქვეყნის მასშტაბით, ყველა განყოფილება და თითოეული პოლიციელი იყო ჩართული საქმეში, მაგრამ ყველაფერი ძალიან კონფიდენციალურად ხდებოდა. ისე, რომ ამბავი არ გახმაურებულა არც მაშინ და არც დროის გასვლის შემდეგ, რადგან მამას სხვა გეგმები ჰქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ საქმე სასიკეთოდ არ დასრულდებოდა.

მამამ როგორღაც მოახერხა და დამნაშავეებთან მოლაპარაკება შეძლო, რომ ფულის საშოვნელად 5 დღეზე დაითანხმა, თუმცა არც ეს 5 დღე აღმოჩნდა საკმარისი, ბავშვის კვალის მისაგნებად. თანხა შეგროვდა და მამამ იმ ადგილას მიიტანა, სადაც გამტაცებლებმა მიუთითეს. იგეგმებოდა მათი აყვანის ოპერაციაც, თუმცა, დამნაშავეებმა ისე მოახერხეს, რომ ადგილზე არ გამოჩენილან, ფული ისე გააქრეს. ბავშვი კი არ დააბრუნეს. იმ წუთიდან, რაც ფული ხელში ჩაიგდეს, მათი კვალი დაიკარგა. არავინ იცის, ბავშვი ცოცხალი დატოვეს თუ მოკლეს. განაგრძეთ კითხვა