ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1780086908
ახალი კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და დღეების ხანგრძლივობას ზრდის ისეთი ტემპით, რომელიც ბოლო 3.6 მილიონი წლის განმავლობაში უპრეცედენტოა.
მთავარი მიზეზი პოლარული ყინულის ფენებისა და მყინვარების დნობაა. დამდნარი წყალი ოკეანეებში გადადის და ეკვატორისკენ ნაწილდება, რაც დედამიწაზე მასის გადანაწილებას იწვევს. ამ პროცესის შედეგად პლანეტის ბრუნვა მცირედით ნელდება.
მეცნიერებმა ვენის უნივერსიტეტიდან და ციურიხის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ეს ცვლილებები უძველესი საზღვაო ორგანიზმების შესწავლით დაადგინეს. სპეციალური მანქანათმცოდნეობის ალგორითმის დახმარებით მათ დაასკვნეს, რომ დღეის ზრდის ამჟამინდელი ტემპი - საუკუნეში 1.33 მილიწამი - ისტორიულად გამორჩეულია.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ასეთი ცვლილება დედამიწის მასის უზარმაზარ გადაადგილებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მილიწამი უმნიშვნელოდ ჟღერს, ეს ცვლილება კრიტიკულია ულტრა ზუსტი დროის განსაზღვრისთვის, რაც აუცილებელია GPS ნავიგაციისა და კოსმოსური ხომალდების მართვისთვის.
კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა მხოლოდ ამინდსა და გარემოზე არ ახედნს გავლენას. ის უკვე პლანეტარული მასშტაბის ფიზიკურ პროცესებზეც აისახება.