1738323694
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პირველ საერთაშორისო ტურნეში 1-6 თებერვალს გაემგზავრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 1-6 თებერვალს საერთაშორისო ტურნეში გაემგზავრება, რომლის ფარგლებში პანამას, სალვადორს, კოსტა-რიკას, გვატემალასა და დომინიკის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდივანი რუბიო 1-6 თებერვალს ეწვევა პანამას, სალვადორს, კოსტა-რიკას, გვატემალასა და დომინიკის რესპუბლიკას, რათა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, ჩვენი საზღვრების დაცვის და ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდის გზით წინ წაწიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.