„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ბიწმენდი, ჭოპორტი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, ქვიტირის წყარო, ქისიაანი, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.