1774295087
აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ რომის ცენტრში მდებარე სასამართლოს ისტორიული შენობა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა
აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ რომის ცენტრში მდებარე სასამართლოს ისტორიული შენობა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა. ცეცხლის გაჩენისთანავე, ტერიტორიიდან ყველა თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ მიმდებარე გზები გადაკეტა.
1892 წელს აშენებული ფლოიდის ოლქის სასამართლო შტატის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. იგი რომანული აღორძინების სტილის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც თავისი უნიკალური ფასადითა გამოირჩევა.
ცნობილია, რომ ინციდენტის დროს შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, დადგენილი არ არის. ადგილზე მუშაობენ ექსპერტები, რომლებიც ცეცხლის კერასა და მისი გაჩენის გარემოებებს სწავლობენ.











