1744829575
აშშ დაიბრუნებს პანამის არხს ჩინეთის გავლენისგან, ჩინეთს არ ექნება უფლება, „იარაღად აქციოს“ ეს არხი - პიტ ჰეგსეტი

აშშ დაიბრუნებს პანამის არხს ჩინეთის გავლენისგან, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პანამაში ვიზიტისას განაცხადა.
ჰეგსეტმა პანამის მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ პირობა დადო, რომ აშშ გააღრმავებს თანამშრომლობას პანამასთან.
მისივე თქმით, ჩინეთს არ ექნება უფლება, „იარაღად აქციოს“ პანამის არხი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაიბრუნებს პანამის არხს. მისივე მტკიცებით, პანამის ხელისუფლება აშშ-ის გემებს პანამის არხის გამოყენებისთვის გადაჭარბებულ გადასახადს სთხოვდნენ.