კანადის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი: მას შემდეგ რაც ტრამპმა ე.წ. ვოუქ იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების პროგრამები გააუქმა, ეს საკითხი კანადაშიც პრიორიტეტული გახდა

კანადის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

ცნობილი კანადელი პოლიტიკოსის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაქსიმ ბერნიე თქმით, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ე.წ. ვოუქ იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების პროგრამები გააუქმა, ეს საკითხი კანადაშიც პრიორიტეტული გახდა.

ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში „კანადის სახალხო პარტიის“ დამფუძნებელი რადიკალი „დემოკრატების“ პოლიტიკას აკრიტიკებს და განმარტავს, რომ სამუშაო ადგილზე განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა ადამიანებისთვის პრიორიტეტის მინიჭების ნაცვლად, უპირატესობა კვალიფიციურ კადრებს უნდა მიენიჭოს.