დონალდ ტრამპი - სიამაყით შევქმენი თეთრი სახლის რწმენის ოფისი და იუსტიციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფი ანტიქრისტიანული მიკერძოების აღმოსაფხვრელად, ვაჩერებთ რადიკალურ ინდოქტრინაციას სკოლებში

დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის სააღდგომო ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ქრისტიანობის საწინააღმდეგო მიკერძოება დაგმო. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლურჯ ოთახში რელიგიური ლიდერები იყვენენ მიწვეული.

ტრამპმა აღნიშნა თავისი ადმინისტრაციის ძალისხმევა „ანტიქრისტიანული მიკერძოების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

„მე სიამაყით შევქმენი თეთრი სახლის რწმენის ოფისი და სრულიად ახალი იუსტიციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფი ანტიქრისტიანული მიკერძოების აღმოსაფხვრელად. ამის შესახებ ბევრი არ გსმენიათ, მაგრამ არსებობს ანტიქრისტიანული მიკერძოება. ჩვენ ვაჩერებთ რადიკალურ ინდოქტრინაციას ჩვენს სკოლებში და მხარს ვუჭერთ სკოლის არჩევანს. ჩვენ ვაპირებთ, გადავიტანოთ ჩვენი განათლების დეპარტამენტი და სხვადასხვა განათლების დეპარტამენტები იმ შტატებში, სადაც მათი ადგილია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.