12 თებერვალს შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1739294999
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ილია თოფურიას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგანმა იმედი გამოთქვა, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქ წონით დივიზიონში ავა და ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ იჩხუბებს.
„არ ვიცით, მსუბუქ წონით დივიზიონში რა მოხდება და რა გიჟურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმედი მაქვს, თოფურია ამ წონაში ავა. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ და დიეგო ლოპესმა ერთმანეთთან იჩხუბონ, ილია კი მსუბუქ წონაში ავიდეს. არ მაინტერესებს, ქამარი რამდენჯერ დაუცვია, ეს არავის ადარდებს, მაგარი ჩხუბი იქნება...“