სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორი“ ორმაგი ჩემპიონობის შანსს არ იმსახურებს.
რას ამბობს პიმბლეტი:
„ვფიქრობ, თოფურია ამ შანსს არ იმსახურებს. მან ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა და როგორც წესი, ჩემპიონის ტიტული სამჯერ მაინც უნდა დაიცვა. ამ ორგანიზაციაში ის არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, ის არ არის კონორ მაკგრეგორი, რომ უბრალოდ გადახტეს და მეორე ქამრისთვის იბრძოლოს. ასე რომ, პირადად მე, ამ ბრძოლის გამართვის აუცილებლობას ვერ ვხედავ...“