ჭავჭავაძეზე ხანძარია - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
1734802938
„ძალიან გვიჭირს ყველანაირად, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ გარეთ, ვერაფერს ვერ ვახერხებთ“, - ამ სიტყვებით მიმართავს ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ბაჩანა მელაშვილი საზოგადოებას და დახმარებას ითხოვს.
მისი თქმით, ამ დროისთვის საკვები პროდუქტიც ამოიწურა მაღაზიები კი დაკეტილია.
„მოკლედ ასეთ სიტუაციაში გავიჭედეთ, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ყაზახეთში ვართ, კერძოდ ალმაატაში, რეისები გადაიდო 9-ში უნდა გამოვფრენილიყავით, აქ ყველაფერი ჩაკეტილია, აეროპორტიც დაკეტილია, მაღაზიები, აბსოლუტურად ყველაფერი. გავიჭედეთ ოთხი ადამიანი აქეთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ვინმემ თუ იცით ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან საქართველოში, ან აქ, ვინმეს თუ ვინმე გყავთ, იმიტომ, რომ მაღაზიებში არაფერი არ იყო, ვერაფერი ვიყიდეთ, საკვების პონტშიც ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ერთი სიტყვით, ძალიან გვიჭირს ყველანაირად, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ გარეთ, ვერაფერს ვერ ვახერხებთ, თუ ვინმეს შეგიძლიათ რამენაირად, რომ დაგვეხმაროთ, ან გვითხრათ, ვინმეზე, რომ გყავთ აქ ალმაატაში ახლობელი, შინაური, ვისაც შეიძლება ცოტა ხნით შევეფაროთ, ან საკვებით დაგვეხმაროს, ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ", - ამბობს ბაჩანა მელაშვილი.
ცნობისტის, ყაზახეთში რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.