შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს
1733161088
მიმდინარე წელი დიდი ალბათობით ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი გახდება. ინფორმაციას BBC ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურ კოპერნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე პირველად გახდება 1,5 გრადუსით მეტი, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება პირველ რიგში ადამიანის საქმიანობამ გამოიწვია. კერძოდ, საწვავის გამოყენება სათბურის გაზების მოცულობას ზრდის.
მსოფლიოში ტემპერატურაზე გავლენა ბუნებრივ ფაქტორებსაც აქვს, მაგალითად ელ-ნინიოს, რომელიც წყნარი ოკეანის ზედა ფენებში ტემპერატურის ცვალებადობას უკავშირდება. 2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე იმდენად მაღალი იყო, რომ ახალი რეკორდის დამყარებას მხოლოდ „წარმოუდგენლად მკვეთრი“ აციება შეუშლის ხელს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა საგანგებო ზომების მიღება ჰაერში სათბურის გაზების გამონაბოლქვის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსტრემალური ტემპერატურები გაძლიერდება, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ეკოსისტემებისა და კაცობრიობისთვის.