“ქალი მოკლა, სხეულის ნაწილები კი მდინარეში ჩაყარა…” - მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს (უცხოეთი)
1789235139
გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების განვითარების მომატებული რისკის მოლეკულური ნიშნები შესაძლოა უკვე რვა წლის ბავშვებშიც გამოვლინდეს. ჰიუსტონში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერებათა ცენტრის მკვლევრებმა ბავშვების სისხლში აღმოაჩინეს დამახასიათებელი ცილოვანი პროფილები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ინფარქტთან და სხვა დაავადებებთან არის დაკავშირებული. კვლევა ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა 273 ბავშვის სისხლში დაახლოებით ხუთი ათასი ცილა გააანალიზეს და ექვსი დამახასიათებელი ცილოვანი პროფილი გამოჰყვეს. ანალოგიური ცვლილებები იმავე პოპულაციის 685 ზრდასრულშიც აღმოაჩინეს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისა და მეტაბოლური დაავადებების განვითარების მაღალი რისკი ჰქონდათ.
შემდეგ მეცნიერებმა შედეგები გადაამოწმეს UK Biobank-ის 28 ათასზე მეტი ზრდასრულის მონაცემებზე. მსგავსი ცილოვანი პროფილების მქონე ადამიანებს ნამდვილად ჰქონდათ ინფარქტისა და სხვა არასასურველი შედეგების განვითარების მომატებული რისკი.
ამასთან, ბევრი ცვლილება უკუქცევადი აღმოჩნდა. ზრდასრულებში, რომლებიც GLP-1 ჯგუფის პრეპარატებს იღებდნენ, დაავადების განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებული ცილების უმეტესობა დადებითი მიმართულებით შეიცვალა. ავტორების აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის: თუ საშიშ ცვლილებებს საკმარისად ადრე გამოავლენენ, პოტენციურად ჩნდება შესაძლებლობა, ჩარევა მოხდეს უშუალოდ დაავადების განვითარებამდე ბევრად ადრე.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კვლევის შედეგები შესაძლოა საფუძვლად დაედოს ქრონიკული დაავადებების მომატებული რისკის მქონე ბავშვების უფრო ადრეულ გამოვლენას. თუმცა, ცილების მსგავსი ანალიზები ჯერჯერობით არ შედის ბავშვთა სტანდარტულ სკრინინგში.