ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში „მაიდნის“ გამეორება არ მოხდება

ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ ქვეყანაში „მაიდნის“ გამეორება არ მოხდება. ვუჩიჩი საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს მის წინააღმდეგ სიცრუეში ადანაშაულებს.

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ სერბეთის სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა და მშვიდობა, მიუხედავად დესტაბილიზაციისა და მშვიდობის შელახვისა არაერთი მცდელობისა“, – ამბობს ვუჩიჩი.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, 15 მარტის საპროტესტო აქციების დროს მთავრობის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ინტერნეტი დაიხშობა, სოციალური ქსელები არ იარსებებს, რადგან ამას დიქტატორები აკეთებენ.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ისინი იტყუებიან.

„შემდეგ მოიფიქრეს ამბავი ხმოვან ქვემეხზე, იპოვეს ეს ხმოვანი ქვემეხი და აჩვენეს, აჩვენეს ჯარისკაცის ხელში, „კობრას“ წევრის ხელში, ეს არ არის ხმის ქვემეხი, ჩვეულებრივი შაშხანაა, რადგან ჯარს და „კობრას“ საერთოდ არ აქვს ხმოვანი ქვემეხი“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სწორედ ასე კეთდებოდა მაიდნის დროს.