პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, ვარსკვლავური წყვილი, ალა პუგაჩოვა და მეუღლე, მაქსიმ გალკინი რუსულ აგრესიას გაემიჯნენ, ქვეყანა დატოვეს და არც მწვავე განცხადებებს მორიდებიან.
ყველა ფიქრობდა, რომ ისინი სამშობლოში აღარ ჩავიდოდნენ, თუმცა, პუგაჩოვამ, ჯერ კიდევ მაისში, განაცხადა, რომ ოჯახი რუსეთში სექტემბერში დაბრუნდებოდა, რადგან ბავშვებს სკოლაში სწავლა განეგრძოთ.
პუგაჩოვა ჟურნალისტებმა ბოლოს, შვილებთან ერთად ლატვიის სანაპიროზე დააფიქსირეს.
თუმცა, ამჯერად, რუსი ჟურნალისტი, ანტონ ბეკუჟევი თვითმხილველებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ პუგაჩოვა მოსკოვში მეუღლის გარეშე დაბრუნდა.
„არ გამოვრიცხავ, რომ პრიმადონა იურმალაში მაქსიმ გალკინის გარეშე ჩავიდა. მანამდე პუგაჩოვამ განაცხადა, რომ ისრაელში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა, რუსეთში გაფრენა სურდა, იურმალასაც ეწვია. უფრო მეტიც, ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რომ პუგაჩოვა მეორე დღეს მოსკოვში ნახეს. ”- ამბობს ჟურნალისტი.