Video - ალა პუგაჩოვა შვილებთან ერთად ლატვიის სანაპიროზე დააფიქსირეს

რუსი ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა ლატვიის ერთ-ერთ სანაპიროზე გამოჩნდა. მომღერალი სანაპიროზე შვილებთან ერთად დააფიქსირეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ასევე, მედია წერს, რომ ვარსკვლავურმა ოჯახმა ლატვიაში უძრავი ქონება შეიძინა. საუბარია ძინთარის გამზირზე მდებარე ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში 100 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე.

თავის ინსტაგრამის ბლოგზე მაქსიმ გალკინმა მზის ჩასვლისას სანაპიროზე ჩაწერილი ისტორიები გამოაქვეყნა. მან დააზუსტა, რომ ახლა ქალაქ იურმალაში იმყოფება. მის გვერდით ალა და ბავშვები არ იყვნენ.

24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ალამ შვილებთან და მეუღლესთან ერთად რუსეთის ფედერაცია დატოვა და ისრაელში წავიდა.