პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალმა ალა პუგაჩოვამ შვილებთან, ტყუპ ჰარისთან და ლიზასთან ერთად რუსეთი დატოვა. ამის შესახებ ბოჟენა რინსკამ განაცხადა.
„ალა პუგაჩოვა რუსეთიდან 28 თებერვალს გაფრინდა ვნუკოვო-3-ის გავლით. ამის შესახებ პატრიარქის რეზიდენტმა განაცხადა, რომელიც იმავე დღეს ინგლისში გაფრინდა", - წერს ბოზენა.
როგორც გამოცემაში იწერება, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით წავიდა იგი ქვეყნიდან. თავად მომღერალი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ინფორმაციას რუსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი რუსი ხელისუფლებას სთხოვს, უკან აღარ დააბრუნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ დროს ქვეყანას ტოვებენ.
ცნობისთვის, მანამდე პრიმადონას ახალგაზრდა ქმარმა, იუმორისტმა, შოუმენმა და ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა ნათლად აჩვენა, რომ არ ეთანხმებოდა რუსული სპეცოპერაციის დაწყებას.
„დღეს დილიდან ვარ კავშირზე ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ ახლა. როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ამ ომს გამართლება არ აქვს! არა ამ ომს!“წერს რუსი ხელოვანი მაქსიმ გალკინი სოციალურ ქსელში“, - წერდა გალკინი.