„პატარა ლიზას ყვავილების გვირგვინი ეკეთა...“ - ქეთი ქარდავას ემოციური პოსტი დაღუპულ უკრაინელ გოგოზე

qardava

4 წლის უკრაინელი გოგონა, რომელიც რუსეთის რაკეტას ემსხვერპლა, გუშინ დაკრძალეს. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მძულს რუსეთი და ყველაფერი პუტინთან დაკავშირებული. 4 წლის ლიზას გამოემშვიდობნენ. პატარა ლიზას ყვავილების გვირგვინი ეკეთა.

17 ივლისს დედასთან ერთად მეტყველების სპეციალისტთან მიდიოდა … რუსულ რაკეტას თავი ვერ დააღწიეს.. ლიზა ანგელოზებთან გაფრინდა…

ბოროტება ვერ გაიმარჯვებს- ამ სიტყვებით მიმართა ჭირისუფალს დაკრძალვაზე სასულიერო პირმა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებს უკვე 352 ბავშვი ემსხვერპლა... ალბათ, უფრო მეტიც.“ – წერს ჟურნალისტი.