საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
უკრაინის რეგიონებში ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტებს ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებზე კომბინირებული დარტყმები დრონებით და რაკეტებით მიაქვთ.
მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
რთულია ვითარება კიევში - გვიან ღამით სოლომენსკის რაიონში იერიშის შედეგად დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
აფეთქებებია დედაქალაქის ობოლონისა და გოლოსეევის რაიონებშიც - მთავარ სამიზნეებად საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა სახელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდასხმები ღამით იყო ხარკოვის, პოლტავის, სუმის, დონეცკის, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებზე. არის მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, იერიშების სამიზნე იმიერ-კარპატების ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი უჟგოროდიც გახდა. სწორედ ამ მიზეზით, უნგრეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარა.