ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში ჩავიდა

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში ჩავიდა.

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის მთავრობის მეთაური ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

✕