ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია

შვეიცარიa

შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე, ბარში ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია, რომლებიც „ჭერთან ძალიან ახლოს“ მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ბარში ხანძარს 40 ადამიანი ემსხვერპლა, 119 კი დაშავდა.

გამოძიება ფოკუსირებული იქნება ადგილზე გამოყენებულ მასალებზე, ბარის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომებზე, მის ტევადობასა და ხანძრის დროს შიგნით მყოფი ადამიანების რაოდენობაზე. გამოძიება შეისწავლის, საჭირო იქნება, თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა.

„ეს თუ ასეა და ეს ადამიანები თუ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრება“, – აღნიშნა ვალეს კანტონის გენერალურმა პროკურორმა, ბეატრის პილუმ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

დაშავებულთაგან 113 ოფიციალურად იდენტიფიცირებულია. მათ შორის არიან: შვეიცარიის 71, საფრანგეთის 14 მოქალაქე, 11 იტალიელი და ოთხი სერბი. დაშავებულებს შორის არის 19 წლის ფრანგი ფეხბურთელი ტაჰირის დოს სანტოსი, რომელიც საფეხბურთო კლუბ მეცში თამაშობს. კლუბის ცნობით, დოს სანტოსმა ხანძრის შედეგად „მძიმე დამწვრობა“ მიიღო და სამკურნალოდ გერმანიაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.