„ახალი წლის ღამეს სიზმარში მოვიდა ჩემი უტა, ფანჯარასთან, დამიძახა...“ - გვანცა გოროზია

უტა ელიავა

14 მაისს მტკვარში უბედური შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის უტა ელიავას მეუღლე სოციალურ ქსელში სიზმართან დაკავშირებით წერს.

„წუხელ, ახალი წლის ღამეს, სიზმარში მოვიდა ჩემი უტა... ჩემი სული და გული ბიჭი. ფანჯარასთან მოვიდა, დამიძახა და ისე ჩამეხუტა, თითქოს ყველაფერი რეალობა იყო. ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვხედავდი… ისეთი ბედნიერი ვიყავი... გაღვიძების შემდეგ ყველგან ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვიპოვე… უსამართლობაა მისი ჩემს გვერდით არ ყოფნა, როცა გული მაინც იქაა, სადაც ის არის...“ - წერს გვანცა გოროზია.

ცნობისთვის, 2015 წლის 14 მაისის ღამეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ორი მგზავრის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს. სიკვდილს სასწაულებრივად ერთი ახალგაზრდა გადაურჩა...

10-დღიანი ძებნის შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში, მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.