9 შვილის მამამ  შემთხვევით შეიტყო, რომ უნაყოფო იყო (უცხოეთი)

9 შვილის მამა

9 შვილის მამამ  შემთხვევით შეიტყო, რომ უნაყოფო იყო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

მაროკოს მკვიდრი, ცხრა შვილის მამა შოკში ჩავარდა, როდესაც შეიტყო, რომ ცხრავე შვილი, რომლებსაც 35 წლის განმავლობაში ზრდიდა, მისი ნამდვილი შვილები არ ყოფილან.

დრამა მას შემდეგ დაიწყო, რაც 60 წლამდე მამაკაცმა სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა. ექიმებმა რამდენიმე ანალიზი გაუკეთეს და დაადგინეს, რომ ის უნაყოფო იყო. ექიმების აზრით, პაციენტის სპერმა დაბადებიდანვე უფუნქციო იყო.

მაროკოელი სამედიცინო დასკვნას არ დაეთანხმა და სხვა კლინიკებს მიმართა. თუმცა სხვა ექიმებმაც უნაყოფობის დიაგნოზი დაუდასტურეს.