თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801
ტაილანდის ხელისუფლებამ 29 წლის ინფლუენსერისa და იუთუბერის, Nutty-ს (ნატტამონ ხონჩაკის) დაკავების შესახებ ბრძანება გასცა. გოგონამ თავის გამომწერებს 55 მილიონი დოლარი გამოსტყუა და ქვეყნიდან გაიქცა.
130 000 დოლარს სთავაზობენ ჯილდოდ იმ ადამიანს, ვინც ნატის ადგილსამყოფლის შესახებ რაიმე ინფორმაციას მიაწვდის.
ნატი, რომელსაც „იუთუბიზე“ თითქმის მილიონი გამომწერი ჰყავს, აცხადებდა, რომ „ფორექსის“ წარმატებული ტრეიდერი იყო და გამომწერებს ვალუტით ვაჭრობის კერძო კურსებსაც სთავაზობდა და თან არწმუნებდა, რომ თუ მასთან ჩადებდნენ ინვესტიციებს, 3-თვიანი კონტრაქტის შემთხვევაში 25%-იანი ანაზღაურება ელოდათ, 6-თვიანის შემთხვევაში კი - 30%. მაისში გოგონამ განაცხადა, რომ მას ინვესტორების 27.5 მილიონი დოლარი ემართა. სოციალურ ქსელში ატვირთულ მოკლე ვიდეოში თქვა, რომ ბროკერმა დაუბლოკა ანგარიშები. ამის მიუხედავად, ინსფლუენსერმა ტყუილი დაპირება გასცა, რომ თანხებს დააბრუნებდა.
სწრაფი და მაღალპროცენტიანი შემოსავლის იმედით, ნატის 6000-ზე მეტმა ადამიანმა ანდო ფული. თაღლითობის მსხვერპლები ამბობენ, რომ მათზე გავლენა ინფლუენსერი გოგონას სოციალურ ქსელში ატვირთულმა ძვირად ღირებულმა ნივთებმა და ცხოვრების სტილმა იქონია.