6 რამ, რაც შვილს მხოლოდ მამისგან გადაეცემა და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცოდით
1711373640
მექსიკაში 27 წლის ბლოგერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებიდან 3 დღეში დაიღუპა. მან ლიპოსაქცია ჩაიტარა სამხრეთ მექსიკის ისეთ კლინიკაში, რომელსაც ამ პროცედურის ჩასატარებლად ლიცენზია არ ჰქონდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
27 წლის დენის რეისს ლიპოსაქცია სან პაბლოს სამედიცინო კლინიკაში ჩაუტარდა.
როგორც DailyMail-ს გარდაცვლილის ბიძამ განუმარტა, გოგონას ქირურგმა ორგანიზმში პრეპარატი შეიყვანა, რამაც ორგანიზმზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
ამის შემდეგ, ქალი მანსურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან სან პაბლოს სამედიცინო კლინიკას ინტენსიური თერაპიის განყოფილება არ ჰქონდა. 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ, ქალის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და მას გული გაუჩერდა.