“გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა… გამოჩნდა “ბე” ტიპის ვირუსი” - ივანე ჩხაიძე
1734695058
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9-12 იანვარს იტალიას ეწვევა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ვიზიტის დროს ბაიდენი რომის პაპს ფრანცისკე პირველს შეხვდება. ის აგრეთვე მოლაპარაკებებს გამართავს იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან და პრემიერ-მინისტრთან ჯორგია მელონისთან.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტის და მის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარი მიზანი ამერიკულ-იტალიური ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაა. ბაიდენი მელონისთან შეხვედრაზე მსოფლიოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც მიმოიხილავს.