როგორ მიულოცეს დედაქალაქის მერს იუბილე

კალა და კოტე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს იუბილარია. 

მას 45 წელი შეუსრულდა. გიზიარებთ კომენტარებს სოციალური ქსელიდან, როგორ მიულოცეს დედაქალაქის მერს იუბილე:

„დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, რომელმაც ყველას დაანახა, რომ თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად მივაღწევთ სასურველ რეზულტატს. მისი საფეხბურთო კარიერა თითით საჩვენებელი და საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის. პოლიტიკაში კი, მისი სახელი საქმეზე ორიენტირებულ პოლიტიკასთან ასოცირდება.

მადლობა მას, ქვეყნის სახელის ფართო მასებზე გატანისთვის. მადლობა მას, ღირსებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებისთვის. მადლობა მას, პირადად ჩემ წარმატებაში განსაკუთრებული როლისთვის!“, - წერს კონსტანტინე ზარნაძე.