10 წლის ბიჭმა იარაღით 7 თვის ბავშვი მოკლა (უცხოეთი)

პოლიცია

აშშ-ში, მისურის შტატში, 10 წლის ბიჭს 7 თვის გოგონას მკვლელობისთვის პირველი ხარისხის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ People-ი სენტ-ლუისის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

სასიკვდილო გასროლა 26 ივნისს, ნორთ ბროდვეიზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. გამოძიების თანახმად, ტრაგედია რამდენიმე წუთში განვითარდა: მოზარდმა იარაღი ლეიბის ქვეშ იპოვა. ბავშვის ხელით გასროლილი ტყვია ჩვილი ბავშვისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და პირდაპირ თავში მოხვდა.

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ბიჭის მამასაც მეორე ხარისხის მკვლელობასა და ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ბრალდებებში წაუყენეს ბრალი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭმა მკვლელობის შტატის რეკორდი მოხსნა - მისი ასაკის ბავშვისთვის  არასდროს წაუყენებით ბრალი მკვლელობაში.