როგორ მოქმედებს შვილებზე, როდესაც მშობლები ეწევიან - მეცნიერების დასკვნა

კვამლი

პენსილვანიის საექთნო სკოლისა და პერელმანის მედიცინის სკოლის,ტემპლის უნივერსიტეტისა და რობერტ ვუდ ჯონსონის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა შეისწავლეს მშობლების მოწევის გავლენა მათი შვილების ნიკოტინის დამოკიდებულების მომავალ რისკზე.

ავტორებმა მიმოიხილეს ვირთხების მოდელი, რომელსაც ნიკოტინი 60 დღის განმავლობაში გაუკეთეს. შთამომავლობის დაბადების შემდეგ, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათი შვილები უფრო მიდრეკილნი იყვნენ ამ ნაერთის თვითგამოყენებისკენ. უფრო მეტიც, მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა როგორც მამრებში, ასევე მდედრებში. 

გარდა ამისა, მამრებს უფრო მეტად უვითარდებოდათ მეხსიერების დაქვეითება და შფოთვითი ქცევა. მეცნიერები ასეთ შედეგებს ჰიპოკამპის (ტვინის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მეხსიერებაზე) გენებზე ზემოქმედებით ხსნიან. ამ პროცესის მთავარი მონაწილე იყო Satb2 გენი, რომელიც ძირითად როლს თამაშობს ნერვული სისტემის განვითარებაში. მამრობითი სქესის შთამომავლებში, რომლებიც იყენებდნენ ნიკოტინს, ტვინში Satb2-ის დონე შემცირდა, რამაც გამოიწვია კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება.

წყარო: