1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ოლიგარქი შეიძლება იყოს საქართველოში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე და უკრაინაში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს, რომ საქართველომ ქართულ რეალობაზე მორგებული დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მიიღოს.
„ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსათვის მატერიალურ თანხას გაიღებს და აშენებს ეკლესიას, აშენებს პარკს, მოამრავლებს ცხოველების და ფრინველების გადაშენებულ ჯიშებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ინახავს, რეაბილიტაციას უკეთებს, თეატრებს აშენებს - ეს არის ოლიგარქი? ჩავწეროთ მაშინ ეს, ნორმალურია ეს მსჯელობა? მაშინ მოერგება კი ბატონო და დაწყნარდებიან ეს ადამიანები. სხვა კრიტერიუმებით არ ერგება და არ ხდება იდენტიფიცირება კანონის, რომელიც უკრაინაში მიჩნეულ იქნა კარგად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.