პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების ბრძანება გასცა

პუტინი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალურმა შტაბმა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლებისთვის მზადება დაიწყო.

წვრთნები "დასავლეთის ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარის პასუხად მალე გაიმართება" - აცხადებენ რუსეთში, თუმცა  ზუსტად არ არის მითითებული რა განცხადებებზეა საუბარი. არ სახელდება არც წვრთნების ადგილმდებარეობა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, წვრთნები დაკავშირებულია უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დასავლეთის განცხადებებთან.