LIVE: "თუ ღმერთი გწამთ..." - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკი საბოლოო სიტყვას ამბობს

სალტა

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

სასამართლო განხილვა დასრულებულია. კუანდიკ ბიშიმბაევს განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოუტანენ. 

ამ წუთებში ბრალდებული საბოლოო სიტყვას ამბობს.

" თუ ღმერთი გწამთ, კარგად გაიაზრეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. მე არ მინდოდა ჩემი მეუღლის მოკვლა. მე ის მიყვარდა. შემეძლო, სალტანატი გემატომის გასკდომის გამო მოკვდა, მე როგორ შემეძლო, ეს მცოდნოდა, გთხოვთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ..."- ამბობს 44 წლის კუანდიკ ბიშიმბაევი.

 

გახმაურებულ საქმეზე სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

 

 

ამ თემაზე მასალები ნახეთ აქ: