ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი 28 აპრილამდე - როგორ იგრძნობს ადამიანი მის გავლენას

მაგნიტური ქარიშხალი

ასტროლოგების თქმით, 24 აპრილის ღამიდან მსოფლიო ძლიერმა მაგნიტურმა შტორმმა მოიცვა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს დედამიწის მაგნიტურ ველს მზის სხივები დიდი ინტენსივობით ,,ენარცხება“ და ადამიანებში მნიშვნელოვან ცვლილებას, ქაოსს, დაძაბულობასა და მომატებულ შფოთვას იწვევს. საინტერესოა, რომ მაგნიტური შტორმი 28 აპრილამდე გაგრძელდება და იგი დაბნელების დერეფნის პერიოდს ემთხვევა.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაგნიტური ქარიშხალი მზის აქტივობის გაზრდით აიხსნება. ამიტომაც, 28 აპრილამდე შესაძლოა, მომატებული შფოთვა და გაღიზიანება იგრძნოთ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზე ასტროლოგიაში ჩვენი ნებისყოფის, ხასიათის, სიცოცხლის წყურვილისა და რეალიზაციის სურვილის სიმბოლოა. ამიტომაც, მისი გაზრდილი აქტივობა თითოეულ ადამიანზე სასიკეთოდაც აისახება.

28 აპრილამდე საკუთარი მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და განხორციელების გზებზე დაფიქრებას შეძლებთ. ახლა ზუსტად მიხვდებით, რომ ცვლილებების დროა და ყველა შესაძლებლობა გაქვთ, რაღაცები უკეთესობისკენ გარდაქმნათ, დაიწყოთ ის საქმე, რომელიც სულ გინდოდათ და ვერ ბედავდით, შეიცვალოთ პოზიცია, მიიღოთ თამამი და გაბედული გადაწყვეტილებები, იყოთ უფრო თავდაჯერებული და საკუთარი შესაძლებლობები ბევრად უკეთ წარმოაჩინოთ. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

როგორც აღვნიშნეთ, მაგნიტური ქარიშხალი ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც დიდ გავლენას ახდენს. ამიტომაც, თუ ახლა თავს ცუდად გრძნობთ, დეპრესიამ შემოგიტიათ, უიმედოდ ხართ და ბედნიერების შეგრძნება დაკარგეთ, იცოდეთ, რომ ეს პერიოდი მალე გაივლის. სამაგიეროდ, საკუთარ თავთან უკეთ ჩაღრმავების შესაძლებლობა გექნებათ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. გააგრძელეთ კითხვა...