ციტრამონის დალევამდე ეს 4 ფაქტორი გაითვალისწინეთ! - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე „ფეისბუქზე“ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ციტრამონის მიღებამდე უნდა გავითვალისწინოთ.

„როდესაც თქვენ გაქვთ თავის ტკივილი და ფიქრობთ, რომ ხომ არ არის ეს გამოწვეული დაღლილობით ან სხვა რაიმეთი.

აპირებთ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი, მაგალითად ციტრამონი. სანამ ამ პრეპარატს მიიღებთ დაფიქრდით, ხომ არ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა. თუ გაქვთ მაღალი წნევა, ციტრამონში არსებული კოფეინი მას უფრო გაგიზრდით. არასდროს არ მისცეთ 15 წლამდე ბავშვებს ციტრამონი, რადგან მასში შემავალი ასპირინი იწვევს ღვიძლის დაზიანებას. ციტრამონის მიღება ასევე არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად, რადგან მასში შედის პარაცეტამოლიც.

შესაბამისად ეს ორივე კომბინაციაში ღვიძლზე ცუდად მოქმედებს. არასდროს არ მიიღო ციტრამონი მშიერზე, რადგან ის კუჭის ლორწოვანს ათხელებს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.