პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თავის ტვინი წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის მართვის ცენტრს. ტვინი წარმოუდგენელი რაოდენობის ოპერაციას ასრულებს სულ რაღაც წამებში და ამასთან პასუხისმგებელია მეხსიერებაზე.
ამ ორგანოს რთული და სპეციფიკური სტრუქტურა საკმაოდ დაუცველია, რის გამოც, შესაძლოა, სერიოზული დაავადებები განვითარდეს. ყოველდღე, გაუცნობიერებლად ჩვენ თავად ვუქმნით საფრთხეს მის ჯანსაღ ფუნქციობას.
სტატიაში გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ 12 მავნე ჩვევაზე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს თავის ტვინს:
საუზმის გამოტოვება
ძილის შემდეგ ჩვენს ორგანიზმს საკვები სჭირდება, რათა გარდაქმნას ის ენერგიად და სასარგებლო ნივთიერებებად. საუზმისგან თავის არიდებით, ტვინი „ექსტრემალური ფუქციობის“ რეჟიმზე გადადის, რაც დიდ გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე.
უძილობა
მეცნიერთა აზრით, ტვინის ნორმალური ფუნქციობისთვის ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდე უნდა იძინოს. ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ უძილობის შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა პრობლემები შეექმნას ყურადღების კონცენტრირებისას. ასევე მათ უჭირთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და სხვებთან ურთიერთობა. სავარაუდოდ, ბევრმა არ იცის, რომ ძილის ნაკლებობა იწვევს ნეირონების დაზიანებასა და ტვინის კოგნიტიური ფუნქციების გაუარესებას.
შაქრის მოხმარება
დღეს საკმაოდ რთულია ისეთი პროდუქტის ნახვა, რომელიც შაქარს არ შეიცავს. თუმცა, ისეთი საკვებიც არის, სადაც შაქრის შემცველობა ძალიან მაღალია და აუცილებელია მისი გამორიცხვა კვების რაციონიდან. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ხელს უშლის სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას, რაც დამღუპველად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.
ჭარბი საკვების მიღება
გარდა იმისა, რომ ზედმეტი საკვების მიღება წონაში მატებას იწვევს, ის ცუდ გავლენას ახდენს არტერიებზე, რომელიც თავის მხრივ აფერხებს ტვინის მუშაობის პროცესს.
სიგარეტი
ერთი ნაფაზის დარტყმისას მწეველი შეისუნთქავს 7000 ტოქსიკურ ნივთიერებას. აქედან უმეტესობა გულის შეტევის, ინსულტისა და სიმსივნის განვითარების პროვოცირებას ახდენს. ნიკოტინი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და ის ნივთიერებები, რომელსაც თამბაქოს კვამლი შეიცავ,ს ასევე ხელს უწყობენ ადამიანის ტვინის უჯრედების კვდომას.
ძილის დროს თავზე პლედის დაფარება
ძილის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერი, ამიტომ რეკომენდებულია ოთახის განიავება დაწოლამდე. და თუ ჩვევად გაქვთ თავზე საბნისა და პლედის გადაფარება, საკმარისი რაოდენობის ჰაერს ვერ იღებთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგის დონე იმატებს, რაც დიდ ზიანს აყენებს თავის ტვინს.
ნარკოტიკები
როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ნარკოტიკული ნივთიერებები იმიტომ იწვევს მიჩვევას, რომ ნარკოშემცველი პრეპარატების მიღებისას ტვინის უჯრედები კვდება. შესაბამისად, ადამიანს უჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და გამოჯანმრთელება. განმეორებადი მიღება უკეთ ყოფნის ცრუ შეგრძნებებს იწვევს, სინამდვილეში კი ადამიანი ტვინის უფრო მეტ უჯრედს კლავს.
ჰაერის დაბინძურება
ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ჯანმრთელობისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით სუფთა ჰაერი. ქალაქის პირობებში ამის მიღწევა რთულია. ამიტომ ეცადეთ, ხშირად გახვიდეთ და განიტვირთოთ ქალაქგარეთ.
აქტიური გონებრივი დატვირთვა ავადმყოფობის დროს
როდესაც ავად ვართ, ჩვენი ორგანიზმი გვატყობინებს, რომ მისი რესურსები იწურება და დასვენებაა საჭირო. ეს პირველ რიგში ეხება ჩვენს თავის ტვინს. აქტიური გონებრივი მუშაობა ავადმყოფობის დროს ამცირებს მისი ფუნქციობის ეფექტიანობას და იწვევს დარღვევებს.
ალკოჰოლი
სპირტიანი სასმელების მიღების შედეგად იწყება ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაცია. რადგანაც ტვინის 75% წყლისგან შედგება, ეს სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს მასზე. წყლის ნაკლებობისას ადამიანის ორგანიზმი მთელ დარჩენილ მარაგს ტვინისკენ აგზავნის, იმ მიზნით რომ ხელი შეუწყოს მის მუშაობას, ეს კი თავის მხრივ ტვინის შეშუპებას იწვევს. ამის შედეგად ხშირად ხდება შეტევები, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ტვინის ნორმალურად ფუნქციობაზე.
სტრესი
უმნიშვნელო სტრესი, მეცნიერთა აზრით, ეხმარება ადამიანს რთული ამოცანების გადაჭრისას კონცენტრირებაში. მაგრამ მუდმივი სტრესი ფიტავს მას, ართმევს სიცოცხლის ძალასა და ენერგიას, ხელს უშლის ყურადღების მობილიზაციის პროცესს. ქრონიკული სტრესი იწვევს მთელ რიგ ცვლილებებს ადამიანის ტვინში, რამაც შემდგომში შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის პროვოცირება მოახდინოს.
კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და მასტიმულირებელი აზრების დეფიციტი
საუბრები ეხმარება ტვინს განვითარებაში, რაც შეეხება ინტელექტუალურ საუბრებს – ხელს უწყობს ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნას, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს ამ ორგანოს მუშაობის პროცესზე. რაც შეეხება აზროვნების პროცესს, ის დადებითი ცვლილებების პროვოცირებას იწვევს თავის ტვინის ქერქში. ეს ძლიერი ინსტრუმენტია ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის.
წყარო: intermedia.ge