ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ქართველი რეჟისორი და სცენარისტი მიხეილ (უმცროსი) ჭიაურელი, უკრაინაში, დოკუმენტურ ფილმს იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, მანანა დუმბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„უშიშარი ვითარცა უხორცო... 80 წლის მიშა ჭიაურელი, დანჯღრეული ავტობუსით,17 საათიანი ჯაყჯაყის შემდეგ ჩავიდა უკრაინაში.
ახლა კიევშია და დოკუმენტურ ფილმს იღებს. ძალიან ბევრი იწვალა, სანამ წასვლის უფლებას მოიპოვებდა. მაინც მიაღწია თავისას.
არ აუტეხავს ხმაური, არიქა, მომაქციეთ ყურადღება, ბრძოლის ხაზზე მივდივარო. მე სრულიად შემთხვევით, მეგობრისგან გავიგე, იქ რომ იყო უკვე.
ასე ჩუმად აკეთებს მიშა თავის და ქვეყნის საქმეს. მისი გაკეთებული კი, როგორც წესი, ბევრისგან განსხვავებით, უფრო მართალი და ხარისხიანი გამოდის.
ეს არის, ჭეშმარიტი ინტელიგენტის და ხელოვნის ქცევა. რომელმა მედიამ იცის ამის შესახებ რამე? მე არსად არაფერი მომისმენია. დღეს დითირამბებს სულ სხვა გმირებს უმღერიან“- წერს დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი არის დამდგმელი რეჟისორი მხატვრული ფილმების - „სიყვარული ყველას უნდა" (გიორგი შენგელაიასთან ერთად), „ჭიდაობას რა უნდა", „რულონი", „მე, პელეს ნათლია", „სოფიკო", „ბზარი".
დოკუმენტური ფილმი - „უბედურების ზონა, ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი", რომელიც „მანას“ ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ასევე, ავტორი წიგნისა – „ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში".