დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„როგორც იქნა, გვეღირსა. 28ოქტომბერს „სტუმრად ნატოსთან“ – 35 წელი სცენაზე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა! ფილარმონის დიდი საკონცერტო დარბაზი“ - დააწერა ამ ფოტოს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ის ფეისბუქზე გამოაქვეყნა;
ამით კი, როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ნატო ფაქტის წინაშე დააყენა;
დავით ოქიტაშვილი: ხუთი წელია ნატო გელაშვილთან ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით ვაწარმოებ მოლაპარაკებას; არც ახლა უნდოდა, იანვარში გადავდოთო, მაგრამ არავითარი იანვარი-მეთქი და ფაქტის წინაშე დავაყენე - მოდი, ფოტო გადავიღოთ-მეთქი, ეს ფოტო ფეისბუქზე დავდე, დავაწერე ვარსკვლავის გახსნა და ამით დამთავრდა ყველაფერი; ახლაც მებუზღუნება; რატომ ხარ ასე განწყობილი-მეთქი? - ვეკითხები; ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, მეშინიაო, ამბობს;
კონცერტზე გაჟღერდება ჰიტები, რითიც ნატო გახდა ცნობილი და საყვარელი ავტორ-შემსრულებელი; შესრულდება დუეტები და იმღერებენ: მაია ჯაბუა, "ჭოხოები", ნოდარიკო და ზუკა ხუციშვილები, ანსამბლი "ფორტე", თემურ თათარაშვილი, "თეატრალურის კვარტეტი"; ნატო შვილებთან ერთად ახალ სიმღერას შემოგვთავაზებს; დაუკრავს პაატა ანდრიაძის ბენდი; რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე; ნატოს ვიხილავთ დათუნა სულიკაშვილის კაბებში;
დათომ ნატოს დაბადების დღიდან, აპრილში გააკეთა ჩვენთან ამ თემაზე პირველი კომენტარი და მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი გაიხსენა;
"მახსოვს, როგორ იქმნებოდა მისი სიმღერები. ბორჯომიდან რომ ჩამოვიდა, დიღომში ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა და რა ხდებოდა მასთან, იცით? 20-25 კაცი რომ შეიყრებოდა, არავის წასვლა არ სურდა, დროს ვატარებდით, მერე ზოგს სად ეძინა, ზოგს სად, ზოგსაც როიალის ქვეშ მძინარეს იპოვიდით. მე ეს მახსოვს.
მე მაშინ მერიაში კულტურის სამსახურის უფროსი ვიყავი, ყველანაირად ხელს ვუწყობდი. მახსოვს, როგორ ნერვიულობდა პირველ სიმღერაზე. მერე გიო ხუციშვილთან მისი ტანდემი ჩამოყალიბდა...
ამ კონცერტზე ნატოს გვერდით იქნებიან ის ადამიანები, ვინც მის სიმღერებს მღერის.
მოკლედ, საინტერესო საღამოს გპირდებით. ნატო თავად მოგვიყვება თავის ისტორიას."
ასევე დაგაინტერესებთ:
„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა
"ერთი წელია ერთად ვართ... ჯერ მხოლოდ ეს ფოტოები იკმარეთ" - გიორგი ნაზღაიძე რჩეულს გვაცნობს